პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ინაიგურაციას ულოცავს. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ხაზს უსვამს ინსტიტუტების მნიშვნელობას და მათი გაძლიერების აუცილებლობას.
“პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს ხალხის ერთიანობის, დემოკრატიის და სტაბილურობის სიმბოლო. თუმცა, სამწუხაროდ, წარსულში ჩვენ ვიხილეთ მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავდა პოლარიზაციის გაღრმავებას და საზოგადოების გახლეჩას. ასეთი ნაბიჯები საფრთხეს უქმნის ინსტიტუტების სიძლიერეს და ქვეყნის განვითარებას.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები, დავამყაროთ ნდობა და პატივისცემა ერთმანეთისადმი, და შევქმნათ საერთო მიზანი, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს.
ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ძალას და წარმატებას ამ მაღალი მისიის შესრულებაში. გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო გააგრძელებს სტაბილურ და სტრატეგიულ განვითარებას,”-ამბობს ზვიად შალამბერიძე.