TOPNEWS » მთავარი თემა » საქართველოს ბაზარზე შვეიცარული ავიაკომპანია შემოვიდა

საქართველოს ბაზარზე შვეიცარული ავიაკომპანია შემოვიდა

საქართველოს ბაზარზე შვეიცარული ავიაკომპანია შემოვიდა

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო.

პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დახვედრის ოფიციალური მიღება გაიმართა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ავიაკომპანიისა და TAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ციურიხიდან პირველი პირდაპირი რეისით ჩამოსული შვეიცარიული მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ისინი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურებენ  და შვეიცარიულ მედიაში საქართველოს შესახებ სტატიებს და სატელევიზიო რეპორტაჟებს მოამზადებენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu