TOPNEWS » მთავარი თემა » გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის გუბერნიაში დაბრუნდა

გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის გუბერნიაში დაბრუნდა

გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის გუბერნიაში დაბრუნდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნა. ის კურატორობას გაუწევს: ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თემებს.

ასევე განესაზღვრა კულტურული და ისტორიული ძეგლების დაცვის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის საკითხთა კოორდინაცია რეგიონში. 

გრიგოლ დალაქიშვილი იყო ქუთაისის მერის მოადგილე, ასევე, 2017-2019 წლებში მუშაობდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, ბოლო წლებში კი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu