რომელი პარტია რა რაოდენობის თანხას მიიღებს ბიუჯეტიდან?

ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.
კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ:
📌”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
📌”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
📌”კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია მელია-გირჩი-დროა“
📌”გახარია საქართველოსთვის“
📌”ლელო საქართველოსთვის“
📌”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
📌”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია- მელია-გირჩი-დროა“.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.