TOPNEWS » მთავარი თემა » "ცხრაჯვარამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ბოლო ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია"

"ცხრაჯვარამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ბოლო ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია"

"ცხრაჯვარამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ბოლო ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია"

"ცხრაჯვარამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ბოლო ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია,"-წერს სოციალურ ქსელში დათო კუპრაშვილი და მძღოლებსა და მომლოცველებს ურჩევს, თავი შეიკავონ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისგან.

"შემორჩენილი თოვლის საფარი არის ერთ მეტრომდე და ამას ემატება დიდი რაოდენობით კლდიდან ჩამოშლილი ქვა. გვირაბის შემდგომ საფეხმავლო ბილიკი ნაწილობრივ დაფარულია თოვლით, ხის კიბეები საკმაოდ დაზიანებული არის თოვლისგან. დღეს ჩემთვის არ იყო სალოცავამდე ასვლა რთული, მაგრამ საფრთხის შემცველი არის და სჯობს ჯერჯერობით თავი შეიკავოთ და არ წახვიდეთ ამ მარშრუტზე. სავარაოდოდ ერთი თვე მაინც დასჭირდება, რომ თოვლი დადნეს როგორც საავტომობილო გზაზე, ასევე ტაძრამდე მიმავალ ბილიკზე და მარტო ეს არ არის საკმარისი: აუცილებლად საჭირო არის პარალელურად მოხდეს საავტომობილო გზის გაწმენდა, აგრეთვე საჭიროა ჩამოშლილი ქვის შემაკავებელი მეტალის ბადეების მონტაჟი საავტომობილო გზაზე და ტაძრამდე მიმავალი ბილიკის მოწესრიგება. კარგი იქნება, თუ ხის მაგივრად მეტალის კიბეები მოეწყობა,"-წერს დათო კუპრაშვილი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu