ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში თბილისის ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის VIII კლასის მოსწავლის, ლიზი მეგრელიშვილის კონცერტი გაიმართა (ხელმძღვანელი: საქართველოს დამსახურებული არტისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პროფესორი ნინო ქათამაძე).
ლიზი მეგრელიშვილმა ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის N1 სამყსიკო სკოლა (პედაგოგი: ხათუნა ჭოხონელიძე - იობიძე) დაამთავრა. ის 2018 წელს გახდა ფრანგი კომპოზიტორის, მიშელ სონის მიერ დაარსებული ფონდ SOS talents -ის წევრი, ასევე იყო ელისო ბოლქვაძის ფონდ ,,ლირას" წევრი და ყოველწლიურად ღებულობდა მონაწილეობას ფონდების მიერ გამართულ მასტერკლასებსა და კონცერტებში ქალაქ პარიზსა და ბათუმში. არის მრავალი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და პირველი პრემიის მფლობელი. ლიზიმ ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში პროფესორ ნინო ქათამაძის კლასში.