TOPNEWS » მთავარი თემა » როგორ გადანაწილდა ნომინაციები იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე?

როგორ გადანაწილდა ნომინაციები იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე?

როგორ გადანაწილდა ნომინაციები იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე?

საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2025“  საზეიმოდ დაიხურა.

იმერეთში სახელმწიფო  რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, კულტურის სამინისტროსა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. 

✅ ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი-,,ომის ღმერთი’’ რეჟისორი მამუკა ცერცვაძე (თერჯოლის სახალხო თეატრი)
✅ ნომინაცია - საუკეთესო რეჟისურა -,,კაცია ადამიანი’’ რეჟისორი ლაშა ლომჯარია ( ვანის სახალხო თეატრი)
✅ ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - ,,სან ნიკოლას პიაცა’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი)
✅ ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - ბეგი ნიკოლეიშვილი ,,მეტამორფოზა’’ (საჩხერის სახალხო თეატრი)
✅ ნომინაცია - ქალის მთავარი როლი - ირინე ჩხეიძე ,,მშვიდობით თემურ!“ (ხარგაულის სახალხო თეატრი).
✅ ნომინაცია - მამაკაცის მთავარი როლი ვასილ კიკნაძე ,,მშვიდობით თემურ!“ (ხარგაულის სახალხო თეატრი).
✅ ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - ელენე ბობოხიძე ,,გაიღიმე ჩიტი გამოფრინდება’’ (ხონის სახალხო თეატრი).
✅ საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი-ზურაბ ყურაშვილი ,,გაიღიმე საქართველო’’ (წყალტუბოს სახალხო თეატრი).
✅ საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი - გურანდა ბარბაქაძე ,,ზღაპარი რუსთაველის ქ.N1-ში’’ (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი).
✅ საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი -გიორგი ჭაფოძე ,,ათვინიერებენ მიმინოს’’ (ბაღდათის სახალხო თეატრი).
✅ ნომინაცია - საუკეთესო ქორეოგრაფია - (საჩხერის სახალხო თეატრი) ,,მეტამორფოზა’’.
✅ ნომინაცია ჟიურის სპეციალური პრიზი- (ქუთაისის ერემია სვანაძის სახელობის დამოუკიდებელი დასი) ,,ემიგრანტები’’.

საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ინიციატივით,  ქართული თეატრის მხარდაჭერისთვის „ქომაგის“ წოდებები გადაეცა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს და 12-ვე მუნიციპალიტეტის მერს.

ფესტივალის მე-16 სეზონი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჭიათურის თეატრის სპექტაკლით ,,ცხოვრება თამაშია” დაიხურა. 

წელს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში რეგიონის პროფესიული და სახალხო თეატრების მიერ 18 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. ასევე სტუმრის სტატუსით სპექტაკლი წარადგინა აზერბაიჯანის თეატრმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu