ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია, სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე.
"რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 200 მოსწავლეზე გათვლილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურ სოთახი, მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი,"-განაცხადა მარინა ვეფხვაძემ.
ვაშლევის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება.