რეკლამა

"მილიონობით ლარია გადაყრილი სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაში, ფაქტი კი ისაა, რომ ეს თანხები, რომელიც ისევ ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებიდანაა ამოღებული, წყალს გაატანეს"

"მილიონობით ლარია გადაყრილი სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაში, ფაქტი კი ისაა, რომ ეს თანხები, რომელიც ისევ ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებიდანაა ამოღებული, წყალს გაატანეს"

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხათუნა არველაძე ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს. არველაძის თქმით, სტიქიამ მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდო, ხელისუფლებას კი პასუხი არ აქვს. 

"ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში თვალი არ მოუხუჭავს შეშინებულ მოსახლეობას, მილიონობით ლარია გადაყრილი სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაში, ფაქტი კი ისაა, რომ ეს თანხები, რომელიც ისევ ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებიდანაა ამოღებული, წყალს გაატანეს. ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია, წყალი არსად არ გაედინება და იტბორება საცხოვრებელი სახლები, სადაცაა საძირკველს გამოუთხრის ბინებს. რა პასუხი აქვს ამაზე ადგილობრივ ხელისუფლებას?,"-ამბობს ხათუნა არველაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები