TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის 17 სოფელში საუბნო გზები მოეწყობა

ხარაგაულის 17 სოფელში საუბნო გზები მოეწყობა

ხარაგაულის 17 სოფელში საუბნო გზები მოეწყობა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომლითაც რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 𝟭𝟳 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

პირველი ეტაპის დაფინანსება 𝟮  𝟯𝟱𝟵  𝟱𝟮𝟳 ლარს შეადგენს და მთლიანად გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.

“სამუშაოები დაიწყო. 𝟭𝟳  სოფელს ახალი გზა ექნება — უსაფრთხო, მოსახერხებელი და გადაადგილებისთვის კომფორტული. სოფელ კიცხში, უკვე მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგება, სოფლის საუბნო გზებზე. 

სამუშაოებს უშუალოდ გაეცნო მერის მოადგილე , დავით დევდარიანი და ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, პეტრე შარიქაძე.

ცნობისთვის, 𝟮𝟬𝟮𝟱 წლისთვის განკუთვნილი 𝟮𝟮 პროექტი მერიამ ჯერ კიდევ 𝟮𝟬𝟮𝟰 წელს დაასრულა. ხარაგაულის მერიამ წინსწრებით ჩაიბარა 𝟯,𝟳𝟱𝟵,𝟱𝟰𝟱  ლარის სამუშაო.ამ ეტაპზე, ხარაგაულში 𝟮𝟮 პროექტი უკვე დასრულებულია, 𝟭𝟳 კი მიმდინარეა.

წლის პირველი ეტაპი სულ 𝟯𝟵 პროექტით დაიხურება,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu