TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში მიმდინარე პროტესტის მონაწილეები დამოუკიდებლობის დღეს მერიის წინ აღნიშნავენ

ქუთაისში მიმდინარე პროტესტის მონაწილეები დამოუკიდებლობის დღეს მერიის წინ აღნიშნავენ

ქუთაისში მიმდინარე პროტესტის მონაწილეები დამოუკიდებლობის დღეს მერიის წინ აღნიშნავენ

ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველზე, ქალაქის მერიის ტერიტორიაზე აღნიშნავენ. 

“1918 წლის 26 მაისს "საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა".

გადასწყდა სუვენერული, დემოკრატიული სახელმწიფოს დაბადება, რომელიც განურჩევლად უზრუნველყოფდა და დაიცავდა თავისი მოქალაქეების 
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს.

საქართველოს ისტორია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ბრძოლის ისტორიაა. ამიტომაც ქართველი ხალხისთვის ეროვნულ დღესასწაულებს შორის 26 მაისი განსაკუთრებულად საამაყოა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება! 

გელოდებით ქუთაისის რუსთაველზე (პროტესტის ჩვეულ ადგილას - ქუთაისის მერიის წინ), 19:00 სთ.-დან. 

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დაბადება, მისი აღდენა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების მზაობა.

საპროტესტო ადგილას ნაჩვენები იქნება დოკ. ფილმები:
1. "ურჩხულის არ ეშინია დამოუკიდებელ საქართველოს";
2. "დამოუკიდებლობის გადასარჩენად". 

სიმბოლურად, მსურველებს შეეძლებათ ხელი მოაწერონ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

ერთად გავიხსენოთ, ვიამაყოთ და დავიცვათ საქართველოს სახელმწიფოებრივობა,”-ნათქვამია ღონისძიების ანონსში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu