საჩხერეში ქართული სტუმარ-მასპინძლობის სკოლა იხსნება.
სკოლას უკვე მიენიჭა 12 მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება.
"სწავლა არის სრულიად უფასო და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პროგრამებზე რეგისტრაცია გამოცხადდება სექტემბრიდან, მანამდე კი გაეცანით ჩვენს პროგრამებს და გარემოს, რომელიც სკოლაში დაგხვდებათ.
კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ სკოლის გვერდზე: ქართული სტუმარ-მასპინძლობის სკოლა • Georgian Hospitality School
ბარ-თენდერი;
ქართული და საერთაშორისო პურ-ფუნთუშეულის ცხობა;
ქართული და ევროპული საკონდიტრო ნაწარმის მომზადება;
რესტორნის მომსახურე პერსონალი (მიმტანი);
სასტუმროს საუზმის ძირითადი კერძების მომზადება და სერვირება;
ქართული და საერთაშორისო კერძების მომზადება;
სასტუმროს შენობის მოვლა-პატრონობის ტექნიკოსი;
ქართული მასპინძლობის ელემენტები სასტუმროს მომსახურებაში;
სასტუმროს მასპინძელი (მიღება-განთავსება);
სასტუმროს დაჯავშნა და შემოსავლების მართვა;
სასტუმროს დასუფთავების პერსონალი;
მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მართვა,"-ამბობს მარიამ გუჯაბიძე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“, მხარდაჭერით. The USAID Industry-led Skills Development Program.