რეკლამა

ლენტეხში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებიან

ლენტეხში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებიან

ლენტეხი  წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც  საქართველოს მთავრობის  ორგანიზებით იმართება.

თენგიზ გაზდელიანის სახელობის ლენტეხის ცენტრალურ მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიება. ამ დროისთვის სამზადისი მიმდინარეობს. 

 საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ.

მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება  საბავშვო  სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა.

17:30 საათიდან დაიწყება გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ: ნათია დევდარიანი, მირზა მოდებაძე, სოფო პაპუაშვილი, თათია დევდარიანი, ზუკა ხუციშვილი და ბენდი. წამყვანი ნანა ცხვრიაშვილი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები