TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურის მაღაროები მუშაობას განაახლებენ

ჭიათურის მაღაროები მუშაობას განაახლებენ

ჭიათურის მაღაროები მუშაობას განაახლებენ

ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები განახლდება-ამის შესახებ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ჭიათურაში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და იმავე კომპანიებში დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა ამჯერად ჭიათურაში შედგა.  

ცნობილია, რომ წარმოების განახლებამდე კომპანია მოსამზადებელ პერიოდს გაივლის. ხოლო 15-20 მაისის პერიოდში სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება. სამუშაო შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ წარმოების განახლებამდე სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდება, რომელიც ყველა დასაქმებულს შეეხება, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს. ამავე სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროების მდგომარეობაზე გამახვილდა, რომელიც ერთი წელია პარალიზებულია.

სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ აღდგომის დღესასწაულამდე მაღაროელები ხელფასის 60 %-ს მიიღებენ.  

ცნობისთვის, სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანია, იმ კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის გამონახვა, რომელიც შეიქმნა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ, ჭიათურის მაღაროებში სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით. შეხვედრას სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu