TOPNEWS » მთავარი თემა » ვინ არის უშბაზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი?

ვინ არის უშბაზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი?

ვინ არის უშბაზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი?

მწვერვალ უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტი და საერთაშორისო სამთო გამყოლი ნიკოლოზ (ნიკო) ფალიანია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი  სიმაღლიდან გადავარდა. 

“ვუსამძიმრებთ ნიკოს ოჯახს, მის მეგობრებს, მესტიას და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს! ნიკოლოზ ფალიანს დიდი წვლილი მიუძღვის მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარებაში. 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე გააუქმოს მუსიკალური ნაწილი - დღისა და საღამოს კონცერტები,”-აცხადებენ მესტიის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu