რეკლამა

წყალტუბოს "სამგურალის" მთავარ მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი სპეციალისტი დაინიშნა

წყალტუბოს "სამგურალის" მთავარ მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი სპეციალისტი დაინიშნა

წყალტუბოს "სამგურალის" მთავარ მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოლეკსანდ პაკლონსკი დაინიშნა.

ოლექსანდ პაკლონსკის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს "დნიპრო 2" - ში დაიწყო. 2017-2019 წლებში იგი "დნიპროს" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და მთავარი გუნდის მენეჯერი იყო.
 
2019 წელს "დნიპრო 1" -ის დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. 2020-2021 წლებში "ნიკოპოლს" ხელმძღვანელობდა.

ბოლოს კი ასევე უკრაინულ ,,VPK-Agro" - ს მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 

წყალტუბოს ,,სამგურალში" ოლექსანდ პაკლონსკის ასისტენტად ვასილ გიგიაძე იმუშავებს. 

,,სამგურალის" ახალი მთავარი მწვრთნელი და ვასილ გიგიაძე  წლების წინ, "ტავრიასა" და "კრივბასში" თანაგუნდელები იყვნენ. 

ვასილ გიგიაძის სამწვრთნელო გამოცდილებას რაც შეეხება, ახალგაზრდა სპეციალისტი,  ქუთაისის ,,ტორპედოში", ჯერ კახაბერ ჩხეტიანის, შემდეგ კი მიხეილ აშვეთიას ასისტენტად მუშაობდა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები