TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისი "ევროპის დღის" აღნიშვნას შეუერთდა

ქუთაისი "ევროპის დღის" აღნიშვნას შეუერთდა

ქუთაისი "ევროპის დღის" აღნიშვნას შეუერთდა

"ევროპის დღის" აღნიშვნას ქუთაისი შეუერთდა, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პროექტის EU4Culture პარტნიორი ქალაქი. 

ქუთაისი, როგორც იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი ლიტერატურის მიმართულებით, "ექსპოჯორჯიაში"  გამართულ  ღონისძიებაზე  გამორჩეული  კალიგრაფისტების მიერ შექმნილი ღია ბარათებით წარსდგა, რომლებზეც გამოსახული  იყო ფრაზები  ცისფერყანწელთა შემოქმედებიდან.

"ევროპის დღეზე"  ქუთაისელმა სტუდენტებმა წარადგინეს  გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიით შექმნილი  ორი პროექტი: 

ერთ-ერთი პროექტი ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პირველადი იერის აღსადგენად შექმნილი აპლიკაციაა. ადგილზე მისულ სტუმრებს  შესაძლებლობა ჰქონდათ კონკრეტული ძეგლების პირველადი სახე ციფრულ ფორმატში ენახათ.

მეორე პროექტი კი სამშენებლო დეველოპერული კომპანიების გაფართოებული რეალობის აპლიკაციაა, გაყიდვებისა და მარკეტინგის გასაზრდელად.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu