TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის, ელენე კლიმენკოს გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს და ახლობლებს. 

ქალბატონი ელენე დიდი დანაკლისია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისთვის და თანამშრომლებისთვის. იგი გამოირჩეოდა ადამიანების მიმართ კეთილგანწყობით და გამოხატავდა თანადგომას კოლეგების მიმართ. 

ელენე კლიმენკო 2012 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს და ქმნიდა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დასანანია, ელენე კლიმენკოს გარდაცვალება და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო,"-ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu