გლოვის დღე იმერეთში. რეგიონში თერჯოლაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ.
სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაზე არსებულ ჩანჩქერზე 4 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან სოფელ საზანოს მკვიდრი მამა-შვილი და მათი ორი სტუმარი.
როგორც ცნობილია, მამა-შვილი და მათი სტუმრები ჩანჩქერზე სასეირნოდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ სტუმარს ფეხი დაუცდა და მდინარეში აღმოჩნდა.
"საშინელება ტრიალებს. გუშინ მთელი სოფელი ქორწილში ვიყავით. გვიან ღამით დაგვირეკეს და ეს საშინელი ამბავი გვითხრეს. ჩვენი სოფლის მკვიდრი გოგონა ჭიათურის სკოლაში, დედულში სწავლობდა. გუშინ მასთან სტუმრად კლასელები იმყოფებოდნენ. ჩანჩქერზე წასულან სასეირნოდ და ფოტოებს იღებდნენ, როდესაც ერთ-ერთ სტუმარს ფეხი დაუცდა და მდინარეში აღმოჩნდა. სხვებმა მისი დახმარება გადაწყვიტეს, რასაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა,"-აცხადებენ ადგილობრივები.
უბედურ შემთხვევას გადარჩენილი ერთ-ერთი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მკურნალი ექიმი ამბობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.