TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხის სამ სოფელში გადაადგილება დროებით იზღუდება

ლენტეხის სამ სოფელში გადაადგილება დროებით იზღუდება

ლენტეხის სამ სოფელში გადაადგილება დროებით იზღუდება

ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდინარეების ჩოლშურასა და მუხრას ადიდების გამო, სოფლებში: დურაში, ტვიბში და საყდარში საავტომობილო გადაადგილება დროებით იზღუდება (გარდა მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებისა).

მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ დროულად იქნა მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა და ინტენსიური ნალექის მიუხედავად, მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზების აღდგენა.

გზების წმენდის სამუშაობი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიად ლობჟანიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ყველა სახის სატრანსპოტო საშუალებისთვის გზა გამავალი იქნება ხვალ საღამომდე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu