რეკლამა

ხონის მერი: სოფლად საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ჩვენი პრიორიტეტია

ხონის მერი: სოფლად საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ჩვენი პრიორიტეტია

ხონის სოფელ კუხის მე-4 ქუჩის მოასფალტების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე პროცესს ადგილზე გაეცნენ  და ადგილობრივ მოსახლობას გაესაუბრნენ.

"სოფლად საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ჩვენი პრიორიტეტია. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მოსახლობის ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება ყველა პროექტი და მაქსიმალურად ვადევნებთ თვალს, რომ სამუშაოები ხარისხიანად, გაწერილ ვადებში განხორციელდეს,"-ამბობს ლადო ჯურხაძე. 

სოფელ კუხის მე-4 ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და უახლოეს დღეებში დასრულდება. 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. "ჯ და ჯ" ახორციელებს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები