TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულის მერს “საპატიო მეშახტის” მედალი გადაეცა
ტყიბულის მერს “საპატიო მეშახტის” მედალი გადაეცა

“საქნახშირმა” მეშახტის დღე აღნიშნა.
მეშახტეებს პროფესიული დღე საქართველოს პარლამენტის დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა, ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარემ რობიზონ რობაქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ტრადიციულად, კომპანიამ წლის წარმატებული მეშახტეები დააჯილდოვა. საქნახშირის გენერალურმა დირექტორმა, მიხაილ სოცკიმ დავით ჩერქეზიშვილს და რობიზონ რობაქიძეს “საპატიო მეშახტის” მედლები გადასცა.