ქალაქ ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ონის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება.
პროექტის მიმდინარეობა, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე - საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზაზა კვიციანმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან დავით კვინიკაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
პროექტი მოიცავს: მთავარი მაგისტრალების აღდგენას, ჭების რეაბილიტაციას, სათავე ნაგებობების, წყალმომარაგების 20 კილომეტრამდე ქსელის სატუმბი და საფილტრი სადგურების მოწყობას და სხვა სამუშაოებს. პროექტის ღირებულება 19 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და 2025 წლის ბოლოს დასრულდება. შედეგად, 3700-მდე ადგილობრივი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.





