TOPNEWS » მთავარი თემა » ექთანი, რომელიც 9 აპრილს ემსხვერპლა და გმირი გახდა-ხარაგაულში ელისო ჭიპაშვილის სახელობის სკვერი გახსნეს

ექთანი, რომელიც 9 აპრილს ემსხვერპლა და გმირი გახდა-ხარაგაულში ელისო ჭიპაშვილის სახელობის სკვერი გახსნეს

ექთანი, რომელიც 9 აპრილს ემსხვერპლა და გმირი გახდა-ხარაგაულში ელისო ჭიპაშვილის სახელობის სკვერი გახსნეს


ხარაგაულის სოფელ ბაზალეთში, 9 აპრილის ტრაგედიას შეწირული ელისო ჭიპაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.  25 წლის ქალი, რომელიც პროფესიით ექთანი იყო,  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მოქალაქეების დასახმარებლად მივიდა. ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილი იმ 21 ადამიანს შორის არის, რომლებიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. აღსანიშნავია, რომ ტრაგედიას შეწირული ახალგაზრდა ქალი ახალი სიცოცხლის მოლოდინში იყო. მომხდარის შემდეგ ელისოს ოჯახს სახელმწიფო აღიარების უმაღლესი ფორმით — წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცა.

9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულში ელისო ჭიპაშვილის სახელობის სკვერის გახსნით დაიწყო.ელისოს მშობლიურ სოფელ ბაზალეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფლის მოსახლეობამ და ახალგაზრდებმა სკვერი სიმბოლურად, ტიტებით შეამკეს.

1989 წლის 9 აპრილიდან დღეს 36 წელი შესრულდა. 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და გმირობის დღედ რჩება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu