ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მსოფლიო ჩემპიონს, ძალოსან მარიამ მურღვლიანს მოპოვებული წარმატება - მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და დაბადების დღე მიულოცა.
"გილოცავ მარიამ! ვულოცავ ხონს, სრულიად საქართველოს! ყველანი ვამაყობთ შენით! შრომას აქვს ფასი და ეს შენ ძალიან პატარა ასაკში გაითავისე. ასევე, მაგალითი მიეცი თანატოლებს, რომ მწვერვალების დაპყრობა შეიძლება თუ მოინდომებ, თუ დაიხარჯები. დაილოცოს შენი დაბადების დღე!,"-განაცხადა მერმა.
სპორტსმენს საზეიმო დახვედრა ხონის სასპორტო სკოლაში მოუწყვეს.
მსოფლიო ჩემპიონს, სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, ხონის გენდერული საბჭოს ინიციატივითა და საბჭოს თავმჯდომარის, კობა კუბლაშვილის რეკომენდაციით, ფულადი ჯილდო გადაეცა.
საზეიმო მიღების შემდეგ, მარიამი სპორტულ ოლიმპიადას დაესწრო, რომელიც სკოლებს შორის იმართება.