დღეიდან ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი გამოფენას-"ეტრუსკების სამყარო“ მასპინძლობს. აგვისტოს ბოლომდე ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იქნება ეტრუსკული და კოლხური კულტური შეხვედრის ადგილი. გამოფენის გახსნა დაემთხვა მუზეუმების საერთაშორისო დღეს, რომელიც 1978 წლიდან აღინიშნება.
გამოფენის გახსნას იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონო, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ფაბრიციო ვალილონგა- კიუზის მუზეუმის დირექტორი, მარიო იოცო - ფლორენციის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი და ბევრი სხვა იტალიელი მეცნიერი თუ მუზეუმის თანამშრომელი ესწრებოდა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ გამოფენის მოწყობის ორგანიზებაში.
"ეს კოლექცია 2023 წლის დეკემბრიდან წარმოდგენილი იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში და ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ეტრუსკული საგანძური კოლხულ საგანძურთან ერთად ყოფილიყო წარმოდგენილი,"-აღნიშნა საქართველოში იტალიის ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.
ექსპოზიცია კიუზის, ფლორენციის და ტოსკანის მუზეუმებიდან არის ჩამოტანილი. კოპლექცია წარმოადგენს სხვადასხვა ასპექტების აღწერას: ნადიმს, ვაჭრობას, დამწერლობას და საბრძოლო სცენებს. სტუმრები ასევე ნახავენ იმ ჭურჭელს, რომელსაც ძველი ეტრუტები იყენებდნენ ნადიმისთვის და რომელთა მსგავსი ნაკეთობებიც ვანში არის აღმოჩენილი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ორი კულტურის კავშირზე.
მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გელოდებათ გამოფენა „ეტრუსკული სამყარო“.