TOPNEWS » მთავარი თემა » თერჯოლაში, ორი სოფლის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

თერჯოლაში, ორი სოფლის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

თერჯოლაში, ორი სოფლის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა თუზი-თავასის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და პერსონალი, პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.

“აღსანიშნავია, რომ თავასაში, ცინცაძეები-რიჟამაძეების უბანში, ასევე მოხდა მიწის მასის ჩამოშლა. თუმცა შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად პრობლემა მალე აღმოიფხვრა.

უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებაც გამოიწვია. ამ დროისათვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება გოგნსა და ბარდუბანში მცხოვრებ 550 აბონენტს. ადგილზე მობილიზებულია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" სამუშაო ბრიგადა. ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები საჭიროებისამებრ გაგრძელდება,”-ნათქვამია თერჯოლის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu