TOPNEWS » მთავარი თემა » უამინდობამ ონის სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
უამინდობამ ონის სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

უამინდობის გამო, ონის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც გამოიწვია მუნიციპალიტეტის გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა.
კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთის ცენტრალური ფილიალის ონის მომსახურების წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული უბნების (წედისი, კვაშხიეთი, უწერა) აღდგენის სამუშაოები,”-აცხადებენ ონის მერიაში.