უამინდობის გამო, ონის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც გამოიწვია მუნიციპალიტეტის გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა.
კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთის ცენტრალური ფილიალის ონის მომსახურების წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული უბნების (წედისი, კვაშხიეთი, უწერა) აღდგენის სამუშაოები,”-აცხადებენ ონის მერიაში.