TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში ქალაქის დღესასწაულისათვის ემზადებიან
ჭიათურაში ქალაქის დღესასწაულისათვის ემზადებიან
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ „ჭიათურობა-2026“-ის სამზადისთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სახალხო დღესასწაულის სამზადისის დაწყებისა და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ჭიათურობა-2026“ ჭიათურაში 12-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, ხოლო 17 ოქტომბერს კვირეული დასკვნითი ღონისძიებებით დასრულდება. ამ დღეების განმავლობაში დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები.
დღესასწაულის ფარგლებში, ასევე მოეწყობა საბავშვო და საგანმანათლებლო სივრცეები, გაიმართება შემოქმედებითი და საგამოფენო ღონისძიებები. წარმოდგენილი იქნება იმერული სამზარეულო, ასევე დაჯილდოვდებიან ჭიათურის საპატიო მოქალაქეები.





