რეკლამა

"გვე­ყოს ის სით­ბო­ე­ბი, რომ­ლი­თაც შე­მოდ­გო­მამ გვა­ნე­ბივ­რა"

"გვე­ყოს ის სით­ბო­ე­ბი, რომ­ლი­თაც შე­მოდ­გო­მამ გვა­ნე­ბივ­რა"

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17 ნო­ემ­ბრის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, წვი­მა, ზო­გან ძლი­ე­რი (ძი­რი­თა­დად ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში), მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში თოვ­ლი, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, ზღვა­ზე 4-5-ბა­ლი­ა­ნი შტორ­მუ­ლი ღელ­ვა.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, ხოლო მთი­ან და გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო-მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე:

- ამინ­დი უკვე შე­იც­ვა­ლა, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო და ამის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბაც გვქონ­და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი... და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ვი­და თოვ­ლი, მაგ­რამ ხვალ 18 ნო­ემ­ბერს უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, 19 ნო­ემ­ბერ­საც შე­იძ­ლე­ბა ზო­გან იყოს მცი­რე ნა­ლე­ქი და 20 ნო­ემ­ბრი­დან ამინ­დი ისევ უა­რეს­დე­ბა... 20 და 21 ნო­ემ­ბერს მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

თბი­ლის­ში 20 და 21 ნო­ემ­ბერს შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე წვი­მა, უფრო მე­ტად კი ქარი... თბი­ლის­ში დღე­საც მთე­ლი დღე ქა­რია, ხვალ და ზეგ უნა­ლე­ქო ამინ­დი... დღეს ნა­ვა­რა­უ­დე­ვია 15 გრა­დუ­სი, ხვალ - 13 გრა­დუ­სი და ღამე 5-6 გრა­დუ­სი, საკ­მა­ოდ სი­ცი­ვეა...

- თბილ ამინ­დებს აღარ უნდა ვე­ლო­დოთ?

- აღარ, უკვე ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია... ნო­ემ­ბე­რი ფაქ­ტობ­რი­ვად ზამ­თრის თვედ ით­ვლე­ბა. გვე­ყოს ის სით­ბო­ე­ბი, რომ­ლი­თაც შე­მოდ­გო­მამ გვა­ნე­ბივ­რა. თბი­ლის­ში 21 ნო­ემ­ბრი­დან კი­დევ უფრო აცივ­დე­ბა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები