რეკლამა

ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტებში ბიუროებს ხსნის

ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტებში ბიუროებს ხსნის

 იხსნება საქართველოს პარლამენტის დელეგატის ბიუროები – მოქალაქეებთან ურთიერთობის ახალი ეტაპი-ინფორმაციას ამის შესახებ ბაღდათი | ზესტაფონი | თერჯოლა | ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე ავრცელებს. 

“დღეიდან თქვენს მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებას იწყებს დელეგატის ბიურო, სადაც ყველას შეუძლია მიიტანოს თავისი პრობლემები, ინიციატივები და წინადადებები.

ახალი შესაძლებლობა – გახსნილი დიალოგი და ეფექტური მუშაობა.

-ყოველი საკითხი ჩაინიშნება, დეტალურად იქნება შესწავლილი და განიხილება, რათა მივიღოთ სწორ და სასარგებლო გადაწყვეტილებებს.

-დელეგატის ბიუროს მუშაობის სისტემა დამუშავების ბოლო ეტაპზეა და მალე გაცნობებთ თანამედროვე და ტექნოლოგიურ სამუშაო პრინციპებზე, რომლებიც უზრუნველყოფს:
✅ გამჭვირვალობას – ყველა საკითხი დარეგისტრირდება ელექტრონულ რეესტრში, რაც გამორიცხავს უყურადღებოდ დარჩენას.
✅ ეფექტურობა – თითოეული საკითხის სისტემური ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება.
✅ ტექნოლოგიურობას – თანამედროვე მართვის ინსტრუმენტების დანერგვა.

📍 დელეგატის ბიუროს მისამართები:
📌 ბაღდათი – მერიის შენობა (04.02.2025-დან) 
📌 ზესტაფონი – მერიის შენობა
📌 თერჯოლა – საკრებულოს შენობა
📌 ტყიბული – საკრებულოს შენობა

ერთად – უკეთესი მომავლისთვის!

-ჩვენ ვიწვევთ მოსახლეობას აქტიურ ჩართულობაში. თქვენი ხმა მნიშვნელოვანია!
ერთად შევქმნათ უკეთესი გარემო ჩვენს მუნიციპალიტეტებში!

დამატებითი დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.
დელეგატის ბიურო ელოდება თქვენს მოსაზრებებსა და წინადადებებს!,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები