TOPNEWS » მთავარი თემა » აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 430 კმ-დან უკვე აშენებულია 302 კმ. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 430 კმ-დან უკვე აშენებულია 302 კმ. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 430 კმ-დან უკვე აშენებულია 302 კმ. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა


აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 430 კმ-დან უკვე აშენებულია 302 კმ. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს, სულ მცირე, ანახევრებს მგზავრობის დროს და ახალი მონაკვეთის გავლას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდება.

“რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ქვეყნისთვის „საუკუნის პროექტია“. რიკოთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაგისტრალური გზის მონაკვეთებს აკავშირებს ერთმანეთთან  და ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე, ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, თავის მხრივ, ე.წ „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია და ევროპა-აზიის გავლით ჩინეთში სატრანზიტო მიმოსვლის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს.

მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის. ახალი გზები სატრანზიტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას უწყობს ხელს, როგორც ქვეყნებს შორის, ისე ქვეყნის შიდა დაკავშირებადობის კუთხით,”-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu