DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით, 2023 წლის 5-8 ოქტომბერს, იმერეთში იმერული ღვინის კონკურსი ტარდება.
კონკურსის მიზანია, საქართელოში ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად იმერეთის როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის ცნობადობის ამაღლება.
საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირებას მოახდენს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური. გაგაცნობთ ჟიურის წევრებს:
რობერტ ჯოზეფი - სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული ღვინის კრიტიკოსი, ღვინის ინდუსტრიის ანალიტიკოსი და ბრენდის შემქმნელი
ჯოზეფ დარელი - ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი და ლექტორი, ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის მეღვინეობის მიმართულებით
პოლ რობერტ ბლუმი - ლიცენზირებული ბროკერი და ღვინის ჟიური (სპეციალიზებული ახალი და ძველი სამყაროს ღვინოების მიმართულებით)
ირინა დიაჩენკოვა - Wine Travel Awards-ის და ჟურნალ Drinks+ and DRINKS+-ის თანადამფუძნებელი და ღვინის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი
ვლადიმერ კუბლაშვილი - ღვინის საერთაშორისო ჟიური და მეღვინეობა "ხარებას" მთავარი მეღვინე
თამარ იმედაძე - საქართველოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი
საბა ქიტიაშვილი - ღვინის მაგისტრი / საერთაშორისო სომელიე ASI Certification 1
თინათინ ჯაჯანიძე - შპს " ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის” დირექტორი, ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო კონკურსების დეგუსტატორი
გიორგი სამანიშვილი - ენოლოგი; ღვინის მენეჯმენტის, ეკონომიკის და სამართლის მაგისტრი
ქეთევან ჯურხაძე - იმერული ღვინის ასოციაციის დირექტორი, ღვინის ექსპერტი, საერთაშორიოს კონკურსების ჟიურის წევრი, ღვინის სკოლა „კაბისტონისა“ და მეღვინეობა „კაბის ტონის“ დამფუძნებელი და მეღვინე.
კონკურსში მონაწილეობის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
https://www.facebook.com/DMOImereti/posts/689788399843177