ხარაგაულის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის თანხა მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით გაიზარდა და 𝟮𝟭𝟬 𝟬𝟬𝟬 ლარს შეადგენს.
აღნიშნული თანხით 𝟮𝟬𝟮𝟰 წელს მოქალაქეთა მიერ წარდგენილი მინიმუმ 𝟳 საპროექტო წინადადება დაფინანსდება.
"თუ გაქვთ იდეა, და ხედვა რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს დასახლებაში, ეს პროექტი თქვენთვისაა.
გადადით აღნიშნულ ბმულზე, https://shorturl.at/hLKMz დაწერეთ თქვენი საპროექტო იდეა, შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და იზრუნეთ თქვენი იდეის გამარჯვებაზე!
წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 𝟮𝟵 ივლისს დასრულდება!საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით.
საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში. ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე. ველოდებით თქვენს ინიციატივებს,"-აცხადებენ მერიაში.