რეკლამა

2024 წელს ვანის მუნიციპალიტეტში სკოლა 165 -მა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 15 ოქროს მედალოსანია

2024 წელს ვანის მუნიციპალიტეტში სკოლა 165 -მა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 15 ოქროს მედალოსანია

  ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერის მოადგილემ  ვლადიმერ ხელაძემ მერიის კულტურის და განათლების სამსახურის ხელმძღვანელთან და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სკოლების ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს და სიგელებთან ერთად სიმბოლური, ფასიანი საჩუქრები გადასცეს.     

 2024 წელს ვანის მუნიციპალიტეტში სკოლა 165 -მა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 15 ოქროს მედალოსანია:

1. გიორგი ძაგნიძე - ქ. ვანის N2 საჯარო სკოლა;
2. ვახტანგ ბუაძე -მთსიძირის საჯარო სკოლა;
3. გიორგი რიჟამაძე - ამაღლების საჯარო სკოლა;
4. გაბრიელ გიორგაძე - ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია;
5. თათია ნაფეტვარიძე - შუა გორას საჯარო სკოლა;
6. ხატია ნანობაშვილი - მუქედის საჯარო სკოლა;
7. სალომე ასათიანი - ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია;
8. მარიამ ძიმისტარიშვილი - ისრითის საჯარო სკოლა;
9. ნია ხუხუა - ისრითის საჯარო სკოლა;
10. ანი ნაფეტვარიძე - შუამთის საჯარო სკოლა;
11. ლიზა მეფარიშვილი - შუამთის საჯარო სკოლა;
12. ანა ჩხეიძე - ბზვანის საჯარო სკოლა;
13. თათია კაცაძე - ტობანიერის საჯარო სკოლა;
14. ლიზი კბილაშვილი - ქ. ვანის N2 საჯარო სკოლა;
15. გვანცა აბრამიძე - ქ. ვანის N2 საჯარო სკოლა.

"გვიხარია ჩვენი მოსწავლეების წარმატება და დიდ მადლობას ვუხდით  პედაგოგებს, რომელთა თანადგომით და შრომითაც  მათ ამ წარმატებების მიღწევა შეძლეს. მადლობა ასევე მათი ოჯახის წევრებს და მშობლებს, რომ ასე შეუწყვეს ხელი. ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებული მოსწავლეების დაჯილოებას და მოტივაციის ამაღლებას მომავალშიც. დაჯილდოებულებს ვუსურვებთ, ღირსეულ და წარმატებულ მომავალს,"-განაცხადა თავის მისალოც სიტყვაში ვანის მუნიციპალიტეტის მერმა.

"განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოქროს მედალი ეძლევა მოსწავლეს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა შეადგენს 10-ს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები