TOPNEWS » მთავარი თემა » “ქართული ოცნება” სამ მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებზე მსჯელობს
“ქართული ოცნება” სამ მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებზე მსჯელობს

“ქართული ოცნება” მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ-სამ მუნიციპალიტეტში დარჩა პოზიციები შესაჯერებელი, რის შემდეგაც კანდიდატების წარდგენა მოხდება.
“ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დაგვრჩა შესაჯერებელი პოზიციები. როგორც კი შევჯერდებით ამ ორ-სამ შემთხვევაზე, მაშინვე წარვადგენთ უკვე ერთიან სიას. ეს ეხება როგორც მუნიციპალიტეტის მერებს, 63 კანდიდატს რეგიონებში, ასევე ეხება თბილისის საკრებულოსა და ყველა საკრებულოს სიას",-აცხადებს ირაკლი კობახიძე.