TOPNEWS » მთავარი თემა » დაბადებით უსინათლო, საჩხერელი გოგონა სტუდენტი გახდა

დაბადებით უსინათლო, საჩხერელი გოგონა სტუდენტი გახდა

დაბადებით უსინათლო, საჩხერელი გოგონა სტუდენტი გახდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და პირველი მოადგილე ოთარ ომიაძე სოფელ კორბოულში მარიამ მაჭარაშვილს ესტუმრნენ. დაბადებიდან უსინათლო გოგონა, საკუთარი მონდომებისა და მიზნისკენ სწრაფვის შედეგად სწავლას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მათემატიკის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს. 

ლევან ივანაშვილმა მარიამს სტუდენტობა მიულოცა, მადლობის სიგელი, სიმბოლური საჩუქრები  გადასცა და მხარდაჭერა აღუთქვა. 

 მარიამ მაჭარაშვილი ასევე ისარგებლებს “საჩხერის მუნიციპალიტეტის სოციალური დებულებით“ და დაერიცხება ფულადი ჯილდო 2000 ლარი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu