რეკლამა

ქუთაისის მერია "ქუთაისობას" ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს

ქუთაისის მერია "ქუთაისობას" ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს

2 მაისს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის დღის აღსანიშნავად მრავალფეროვან, საინტერესო პროგრამას სთავაზობს ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს.

ტრადიციულად, 2 მაისს, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ქალაქს ბაგრატის ტაძარში დალოცავს.

„ქუთაისქალაქობა2024“-ის ძირითადი ღონისძიებები ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება: ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო- გასართობი აქტივობები, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, მსახიობთა დასი (პანტომიმა, თემატური კოსტიუმები, ოჩოფეხები), პერფორმანსები. 

ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მოსწავლეები და პედაგოგები კონცერტს გამართავენ.
ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში გაიხსნება გამოფენა თემაზე „ქუთაისის ფოლიანტები X – XVII საუკუნე".

თეთრი ხიდის მიმდებარედ მოეწყობა თემატური გამოფენები, მდინარე  რიონზე კი ჯომარდობის საჩვენებელი დაშვება.

ი.გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ორ წარმოდგენას გამართავს პატარა მაყურებლებისთვის.
ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქუთაისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და კლასიკური მუსიკის კონცერტი-  ნინო სურგულაძის, სერხიო ესკობარ-პერესის, მარიკა მაჩიტიძის, ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული კამერული გუნდისა და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით.

„ორმაისობის “ აღნიშვნა გალა-კონცერტით დასრულდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები