რეკლამა

"გთხოვთ, ჩემი უნებლიე წინდაუხედაობის გამო, იმ გუნდზე და ხალხზე, ვის გვერდითაც მე ვდგავარ, ნუ გაავრცელებთ ამ აგრესიას,"-რას ამბობს სტიქიის ზონაში "ბახილებით" ჩასული ჩინოვნიკი?

"გთხოვთ, ჩემი უნებლიე წინდაუხედაობის გამო, იმ გუნდზე და ხალხზე, ვის გვერდითაც მე ვდგავარ, ნუ გაავრცელებთ ამ აგრესიას,"-რას ამბობს სტიქიის ზონაში "ბახილებით" ჩასული ჩინოვნიკი?

რაჭაში, სტიქიის ზონაში, ე.წ. "ბახილებით" ჩასული საჯარო მოხელე გიორგი მახათაძე ბოდიშს იხდის. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი საზოგადოების კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ მსგავს რეაქციას არ ელოდა. 

"ნამდვილად არ ვაპირებდი ესეთ მძიმე წუთებში გამოხმაურებას იმ აჟიოტაჟზე, რაც  ჩემი ე.წ. „ბახილების“ გამო ატყდა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე. 

პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახებს და მთელს საქართველოს. სიმართლე გითხრათ, მთელი ღამის უძილოს სამწუხაროდ, იმ წუთას არც მიფიქრია წვიმაში და ტალახში საწვიმარის და სილიკონის წყალგაუმტარი ფეხსაცმლის გამო თუ გამოვიწვევდი ამხელა აგრესიას. 


რაღაც მომენტში მესმის ხალხის გაღიზიანების. ქვეყანაში ამხელა ტრაგედიის დროს როცა ვერ ახერხებ ადგილზე მისვლას და გვერდით დგომას, ეს ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. თუ საზოგადოების ნაწილთან ჩემი ჩაცმულობის გამო ბოდიში მაქვს მოსახდელი, არც ეგ მეთაკილება, მაგრამ ნამდვილად მიუღებლად და ამაზრზენად მიმაჩნია ადგილზე მყოფი ჟურნალისტის საქციელი, რომელიც ესეთ მძიმე წუთებში პოლიტიკური მიზნების გამო ხალხის ფეხსაცმლის ფერს და სტილს აშუქებს. არავინ არ ითანხმებს ასეთ დროს ჩაცმულობას და ძალიან გთხოვთ, ჩემი უნებლიე წინდაუხედაობის გამო, იმ გუნდზე და ხალხზე, ვის გვერდითაც მე ვდგავარ, ნუ გაავრცელებთ ამ აგრესიას. 

ვისაც ჰგონია, რომ იმ დღეს გამოძინებული სეირის საყურებლად მივედი, იმათთვის ვიტყვი, რომ პირველივე წუთებიდან ხალხის გვერდით ვიდექი და რითაც შემეძლო ვეხმარებოდი. ეს თქვენი გადაღებული კადრებია,"-წერს მახათაძე. 

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.   


ტეგები:

Facebook - კომენტარები