რეკლამა

შოვში, სტიქიის ზონაში ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების ტერიტორიაზე იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების ტერიტორიაზე იპოვეს

"პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმ დრომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე იარ­სე­ბებს თუნ­დაც მცი­რე­ო­დე­ნი შან­სი იმის, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყოს ნა­ნა­ხი, ან თუნ­დაც რა­ი­მეს სა­ხის ფრაგ­მენ­ტი", - ამის შე­სა­ხებ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრის­თვის მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლით მან ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას უპა­სუ­ხა, თუ რო­დის დას­რულ­დე­ბა შოვ­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.
"ზო­გა­დად, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს გო­ნივ­რუ­ლი ვა­დე­ბი, იმ ანა­ლი­ზებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კეთ­დე­ბო­დეს სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ზო­ნებ­ში. თუმ­ცა, პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმ დრომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე იარ­სე­ბებს თუნ­დაც მცი­რე­ო­დე­ნი შან­სი იმის, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყოს ნა­ნა­ხი, ან თუნ­დაც რა­ი­მეს სა­ხის ფრაგ­მენ­ტი“, - აღ­ნიშ­ნა მღებ­რიშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მღებ­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ზე მეტი ცხე­და­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 12, ე.წ. კო­ტე­ჯე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს.

მისი თქმით, ამ­ჟა­მად ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 10 ლო­კა­ცი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა ცო­ცხალ ძა­ლას, თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში 800-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი.

რო­გორც მღებ­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სტი­ქი­ის მე­ო­რე დღეს­ვე და­კარ­გუ­ლი პი­რე­ბის სია გა­ნი­სა­ზღვრა 36 პი­რით, მოხ­და 33 პი­რის ზუს­ტი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ხოლო ერთი პი­რის ვი­ნა­ო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ზუს­ტდა.

"უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბო­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. და­ი­დენ­ტი­ფი­ცირ­და შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში მყო­ფი პი­რე­ბი, მათ შო­რის უცხო ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე და სა­ბო­ლო­ოდ სტი­ქი­ის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლად ჩა­ით­ვა­ლა უკ­რა­ი­ნის რეს­პუბ­ლი­კის ორი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ერთი მო­ქა­ლა­ქე. მე­ო­რე დღეს­ვე და­კარ­გუ­ლი პი­რე­ბის სია გა­ნი­სა­ზღვრა 36 პი­რით, სა­ი­და­ნაც 2 პირ­თან მა­ლე­ვე მოხ­და და­კავ­ში­რე­ბა. და­კარ­გუ­ლი 34 პი­რი­დან, მოხ­და 33 პი­რის ზუს­ტი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ხოლო ერთი პი­რის - ზუ­რაბ ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მოხ­და შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტორ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ზუს­ტე­ბა და ამ მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე პი­რის და­კარ­გულ­თა სი­ი­დან ამო­ღე­ბა მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები