რეკლამა

ლენტეხში, კურორტ მუაშთან მისასვლელი გზა ეწყობა

ლენტეხში, კურორტ მუაშთან მისასვლელი გზა ეწყობა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კურორტ მუაშის მიმართულებით, გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 624, 717 ლარია, 
რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 

"პროექტის განხორციელების შემდეგ, კურორტით დაინტერესებულ პირებს, ტურისტებსა და დამსვენებლებს, გაუადვილდებათ გადაადგილება.

ტურისტული და საგზაო  ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია და  ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,"-აცხადებენ ლენტეხის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები