TOPNEWS » მთავარი თემა » ზვიად ციკოლიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საათი დაამზადა

ზვიად ციკოლიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საათი დაამზადა

ზვიად ციკოლიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საათი დაამზადა

ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ექსკლუზიურად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დამზადებული საათი გადასცა. ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შემქნილი ელექტრომექანიკური საათი, ციკოლიას SEVEN-ის ბრენდის მაჯის საათის პროტოტიპია და დღეიდან მისი ხილვა აეროპორტის შესასვლელში, გაფრენის დარბაზშია შესაძლებელი. 

საერთაშორისო მასშტაბის ცნობილ ქართველ დიზაინერს ზვიად ციკოლიას ორჯერ მიენიჭა დიზაინის მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო RED DOT-ი. მის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექმნილი ელექტრომექანიკური საათი არის უნიკალური დიზაინის და ექსკლუზიური კოლექციის ნაწილი, რომელიც არ მეორდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu