რეკლამა

ჭიათურაში, შუქრუთის მაღარომ მუშაობა განაახლა

ჭიათურაში, შუქრუთის მაღარომ მუშაობა განაახლა

ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანიის ინფორმაციით, შუქრუთის  მაღაროზე სამუშაო პროცესი აღდგა, ხოლო კოროხნალის მაღარო რადიკალური ჯგუფის მიერ კვლავ პარალიზებული რჩება.
 
"მაღაროების გახსნის მოთხოვნით, მოსახლეობა კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან შეიკრიბა. მათი მიზანი სამუშაო პროცესის აღდგენაა, რათა კომპენსაციების გაცემა შეუფერხებლად, გეგმის მიხედვით, გაგრძელდეს.
 
მოსახლეობის განმარტებით, პროტესტის მონაწილეებს, რომლებსაც კომპენსაციები უკვე აღებული აქვთ, რამდენიმე თვეა ხელოვნურად ქმნიან კრიზისს და აფერხებენ კომპენსაციების გაცემის პროცესს.
 
მოლაპარაკების არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღეს, კოროხნალის მაღაროზე მუშაობის განახლება ვერ  მოხერხდა. რადიკალური ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც მაღარო 12 მარტიდან დღემდე პარალიზებული აქვთ, კომპანიის თანამშრომლებს შესვლის საშუალება არც ამჯერად მისცეს. 
 
ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი, რომელიც პასუხისმგებელია საწარმოების მართვაზე, მზად არის კოროხნალის მაღარო გახსნას და საწარმოო პროცესი უმოკლეს ვადებში აღადგინოს,"-აცხადებენ კომპანიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები