რეკლამა

სროლა ქუთაისში-უცნობმა პირებმა ავტომობილებიდან ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

სროლა ქუთაისში-უცნობმა პირებმა ავტომობილებიდან ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ, უცნობი პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

თვითმხილველების თქმით, მჭიდროდ დასახლებულ უბანში სროლა გვიან ღამით იყო. 

"ჯერ მეგონა საბურავი გასკდა, თუმცა იმდენჯერ განმეორდა ეს ხმა, ამდენი საბურავი ხომ არ გასკდებოდა. ძალიან შეგვეშინდა. ვიდრე სროლა არ შეწყდა, ფანჯრებთან მისვლა ვერ გავბედეთ. ორი სხვადასხვა მანქანიდან ესროდნენ ერთმანეთს. სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა,"-აცხადებენ თვითმხილველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები