ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ახალ მისამართზე გადავიდა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ახალ მისამართზე გადავიდა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ცენტრი მუშაობას ახალ მისამართზე აგრძელებს. კინოთეატრ "სულიკო"-ს ყოფილი შენობის ნაცვლად, ცენტრი ამჯერად სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ის შენობაში (ქუთაისი, წერეთლის მეორე ჩიხი, 2ა) განთავსდა. 

ახალგაზრდულ ცენტრში ფუნქციონირებს სამხატვრო სკოლა, ვოკალისა და საბალეტო სტუდიები. მოსწავლეებს საშუალება აქვთ კვალიფიციური პედაგოგების დახმარებით შეისწავლონ მათთვის საყვარელი და საინტერესო მიმართულება. 

სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ საქართველოში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ გამოფენებში.  საბალეტო სტუდიის მოსწავლეები კი ცნობილ მსახიობებთან ერთად, დგამენ სპექტაკლებს და იძებენ სამსახიობო უნარებს. 

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც უკვე 10 წელია ფუნქციონირებს, ქალაქს პერიოდულად საინტერესო სიახლეებით ანებივრებს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები