ხარაგაულის კინოთეატრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, დაბის N2 და N3 საჯარო სკოლის, მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პატარებმა დედა ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. ასევე, შესრულდა სიმღერები და საგალობლები.
კინოთეატრის ფოიეში, პატარების მიერ დედა ენის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიება, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოში დედა ენის დღე 14 აპრილს აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის, ერთ-ერთი ქართული დამწერლობაა.
მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.