ჭიათურის სოფელ შუქრუთში მიმდინარე აქციის მონაწილეები 24 აგვისტოს მსვლელობით, სოფელ ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან მისვლას გეგმავენ.
"164 დღე უწყვეტად კარავში. 24 აგვისტოს, 3 საათზე ვიკრიბებით სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან ჩვენ კარავთან და მშვიდობიანი მსვლელობით მივდივართ სოფელ ჭორვილაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რათა ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ მთავრობას და ჩაერთოს და შეასრულოს მედიატორის როლი და გადავჭრათ სამართლიანად ჩვენ სოფელში და ჭიათურაში არსებული პრობლემები, რომელიც თაღლითების და კრიმინალების კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" უკანონო საქმიანობით არის გამოწვეული,"-წერენ გაფიცვის მონაწილეები.
სოფელ შუქრუთის ის მოსახლეობა, რომელიც აქციას არ უერთდება, მაღაროს მუშაობის აღდგენას და კომპანიის მიერ კომპენსაციების პროცესის გაცემის განახლებას ითხოვს.