TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულში, წარმატებული ახალგაზრდები მერიის საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ

ხარაგაულში, წარმატებული ახალგაზრდები მერიის საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ

ხარაგაულში, წარმატებული ახალგაზრდები მერიის საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა საზაფხულო „ერუდიტ ბანაკი“ გახსნა.

სოფელ ბორში „ერუდიტ ბანაკში“ ხარაგაულის საჯარო სკოლების 65-მდე მოსწავლე ისვენებს. პროექტი ხარაგაულის მერიის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

კარვების ტიპის საზაფხულო ბანაკი 5 დღე გაგრძელდება და 18 აგვისტოს დასრულდება.

ბანაკი ახალგაზრდებს ინტელექტუალურ და შემეცნებით აქტივობებს, ასევე გასართობ და სათავგადასავლო თამაშებს სთავაზობს.

საზაფხულო ბანაკის მთავარი მიზანია წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდების მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, განათლების დონისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

პროექტს ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახური ახორციელებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu