TOPNEWS » მთავარი თემა » ცაგერის სოფელ ზოგიშის გზაზე გადაადგილება თავისუფალია

ცაგერის სოფელ ზოგიშის გზაზე გადაადგილება თავისუფალია

ცაგერის სოფელ ზოგიშის გზაზე გადაადგილება თავისუფალია

ცაგერის სოფელ ზოგიშის საავტომობილო გზა, სადაც დილით კლდოვანი მასა ჩამოიშალა,  თავისუფალია.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, დროული რეაგირების შედეგად, განხორციელდა შლადი კლდოვანი ქანებისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები. მათივე თქმით, ამ დროისათვის გზა თავისუფალი და უსაფრთხოა.

“მუნიციპალიტეტს მოწვეული ჰყავს სპეციალისტების ჯგუფი, რომელთა მიერ ადგილზე მოხდება არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ეცნობოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები  და მერის წარმომადგენელი ალპანის ადმინისტრაციულ ერთეულში ნიკა ბურჯალიანი,”-აცხადებენ ცაგერის მერიაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu